აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ისევ ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 ბლინკენი ისევ შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს.

 ბლინკენი  თავისი ახლოაღმოსავლური ტურნეს ფარგლებში კაიროში იმყოფებოდა. ბლინკენის ვიზიტები ისრაელიდან დაიწყო, შემდეგ კი ის იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს მოხდა და  პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.  ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმა დაიწყო.