აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის ინფორმაციას უარყოფს.

„„ლინკოლნი“ არ დაბომბილა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას, ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით, ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომელიც ამერიკელი ხალხის დაცვას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანის ეროვნულმა გვარდიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკულ ავიამზიდ  „აბრამ ლინკოლნზე“ თავდასხმა განახორციელა.