ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა არაფი დაინიშნა. ამის შესახებ Reuters წერს.
ამ ორგანოს დაევალა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის როლის შესრულება იქამდე, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს არ აირჩევს.
ალირეზა არაფი გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილ დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად იმუშავებს.








