საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი ქვეყანას ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს.
„სრულიად საქართველოს და მოძმე ქართველ ერს ვულოცავ ისტორიულ დღეს - მის უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას, კურთხევას და აღსაყდრებას.
უდიდესი სიყვარულით სიკეთეს ვუსურვებ შიო მესამეს, რომელთანაც თბილი შეხვედრების პატივი მქონდა. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ მისი აღსაყდრების დღეს ქართული ეკლესია ქრისტიანული სინათლისა და სიყვარულის დღესასწაულს აღნიშნავს.
მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას, მშვიდობას და ჯანმრთელობას, ქრისტესმიერ მსახურებაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება გაგრძელება ქართული ეკლესიის სულიერი მამების მიერ განმტკიცებული ქრისტიანული ყოფისა და უფრო მეტად გააძლიერებს ქართველ ერს და დედა ეკლესიას," - წერს აშოტ სმბატიანი სოციალურ ქსელში.










