ინდოეთის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევას ულოცავს:

„ინდოეთის საელჩო თბილისში გულითადად და პატივისცემით ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას," -  მილოცვას, საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.