ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

ირანის მიერ ბეით შემეშზე განხორციელებული ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

რაკეტა საცხოვრებელ ზონას დაეცა, სინაგოგა გაანადგურა და საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ბეით შემეშის მერი შმუელ გრინბერგი ამბობს, რომ 20 მცხოვრებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.  „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ რამე დაემართათ“, - ხაზგასმით ამბობს იგი.

„შესაძლებელია, რომ მათ ვერ ვიპოვით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - განუცხადა მერმა ჟურნალისტებს.