ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ დრონებმა დღეს დილით კურსიდან გადაუხვიეს და ფინეთის ტერიტორიაზე შეფრინდნენ.

"დღეს დილით ფინეთის ტერიტორიაზე დრონები შეფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი იდენტიფიცირებულია, როგორც უკრაინული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფინეთი არ იმყოფება რაიმე სამხედრო საფრთხის ქვეშ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. მადლობას ვუხდი ყველა ხელისუფლების ყველა ორგანოს მათი ეფექტური ქმედებებისთვის", - დაწერა მან კვირა სოციალურ ქსელ X-ზე.

სტუბმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ხელისუფლება მზადყოფნას ინარჩუნებს სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირებისთვის. ფინეთი მზადაა გააკონტროლოს და დაიცვას თავისი ტერიტორია", - აღნიშნა მან.