ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში კრიტიკული მომენტია, თუმცა კიევი ბოლო 4 წლის განმავლობაში ახლა ყველაზე ახლოსაა მშვიდობასთან.
"ვფიქრობ სამშვიდობო მოლაპარაკებები კრიტიკულ ფაზაშია და ამავდროულად ალბათ იმაზე ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ამ 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა სტუბმა.
სტუბის თქმით დისკუსია მიმდინარეობს 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობაზე. ამასთან ფინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესის პარალელურად ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს რომ მისთვის უპირველეს საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.







