ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. მისივე თქმით, ტრამპი პუტინის მიმართ თაფლაკვერიდან მათრახის პოლიტიკაზე გადავიდა. წერს Politico.

სტუბის აზრით, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამს აშშ პუტინს იქ, სადაც ყველაზე მეტად მტკივნეულია.

"რადგან დაინახა, რომ თაფლაკვერი რუსებთან იშვიათად მუშაობს, ის მათრახის ეტაპზე გადავიდა", - თქვა სტუბმა.

"ახლა ერთადერთი კითხვა ის არის, თუ რამდენად დიდი იქნება ეს მათრახი", - თქვა მან.

Politico წერს, რომ ეს შეფასება ეწინააღმდეგება ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში გაბატონებულ სკეპტიციზმს, სადაც ტრამპის მიერ პუტინის საჯარო კრიტიკა ცარიელ განცხადებებად იქნა მიჩნეული.