საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე  „მზის ენერგიის სექტორის განვითარება: ბაზრის ტენდენციები და პრაქტიკული ინსტრუმენტები“. ღონისძიება მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების ინსტრუმენტებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების გაზიარებას.

შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების გზები,მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებული ტენდენციები, კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები და ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მის მიერ დაფინანსებული საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიისწამყვანი კომპანიების - Step Energy, Helios Energy, Envus, Shine Energy და Photomate - ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მცირე და საშუალობიზნესის წარმომადგენლები  პირველები გაეცნენსაქართველოს ბანკისა და RSMEDPის თანამშრომლობით შექმნილ ინსტრუმენტს, მზის პანელის სესხის კალკულატორს, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გამოთვალონ დაზოგილი თანხა მზის პანელების ინსტალაციის და საკუთარი განახლებადი ენერგიის წარმოების შემთხვევაში.

„საქართველოს ბანკისთვის მწვანე დაფინანსებაერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენთვისმნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. სწორედამიტომ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ სექტორისლიდერები, ანალიტიკოსები და საერთაშორისოპარტნიორები, რათა ბიზნესმა მიიღოს ინფორმაცია იმშესაძლებლობების შესახებ, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალობიზნესის მხარდაჭერას როგორც სპეციალიზებულიფინანსური პროდუქტებით, ასევე საგანმანათლებლო დასადისკუსიო პლატფორმების შექმნით, რომლებიცსაქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობსხელს.