შემეცნებითი ჟურნალის National Geographic საქართველოს მაისის ნომერი მრავალფეროვან თემატიკას, უახლეს კვლევებს და ცნობილი ფოტოგრაფების მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან გადაღებული უნიკალური ფოტო მასალას გაგვაცნობს.
რუბრიკა „საქართველოს ევროპული ისტორია“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საფოსტო მარკის შესახებ მოგვითხრობს. ბერლინში, ბოდეს მუზეუმში დაცული ქართული მონეტების კოლექცია, მეცნიერებისთვის ორსაუკუნოვანი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვრცლად არის აღწერილი ამ მონეტების წარმოშობა და ისტორია. ფულის ერთეულიდან ცეცხლთაყვანისმცემლობის სიმბოლოს დემონსტრაციული მოშორება, ქართლის ირანელებისგან გათავისუფლების ოფიციალური დეკლარირება იყო.
მაისის ნომერში გაეცნობით ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხის კლდის მხატვრობას და უძველესი რელიგიის ზოროასტრიზმის თანამედროვე მიმდევრების ცხოვრებას. ოკეანის გასაოცარი ბინადრების ფიზიკურ თუ გონებრივ უნარებზე მკვლევრები მსჯელობენ, რომლებიც საგანგებოდ აკვირდებოდნენ ახალი ზელანდიისა და აღმოსავლეთ ავსტრალიის ზღვებში თავფეხიანებს.
National Geographic საქართველო სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიამ რედაქციასთან თანამშრომლობით არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. მათ შორისაა ლექციათა ციკლი და ქართველ ავტორთა მასალებზე შექმნილი პოდკასტების სერია, რომლის გაცნობა შესაძლებელია სილქნეტის პლატფორმებზე SilkTV და SilkGo.
National Geographic საქართველოს უახლესი ნომრების შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით მიიღებს ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე.