National Geographic საქართველოს ქართული რედაქცია, ივნისის ნომერშიც აგრძელებს სტატიების ციკლს „საქართველოს ევროპული ისტორია“. მკითხველი გაეცნობა 1850 წელს, ფრანგულ ილუსტრირებულ პრესაში გამოქვეყნებულ, თბილისის გრავიურას, რომელსაც თან ახლდა საინტერესო ცნობები ქალაქის შესახებ. მათ შორის, ლეგენდა მეფე ვახტანგ გორგასალზე, გოგირდოვანი წყლების და ქალაქის სახელწოდების კავშირზე, გამოცემაში აღწერილი იყო თბილისური აბანოები, როგორც ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 

ივნისის ნომრის აქტუალური თემაა სტრესი.   მკითხველი ვრცელ სტატიაში  ამოიკითხავს, მეცნიერულ მოსაზრებას მის შესახებ და  გაეცნობა სტრესისგან მიყენებული ზიანის შემცირების გზებს.

მკვლევრებს შეუძლიათ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილ ლავურ გვირაბებში მოხვედრა, ფოტოგრაფებს - გარემოს საგანგაშო ტრანსფორმაციაზე დაკვირვება წლების მანძილზე. ივნისის ნომერი ყველა ამ აქტუალურ თემაზე მდიდარ ფოტო მასალას აწვდის მკითხველს.  

„National Geographic საქართველო“ სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა. კომპანიამ რედაქციასთან თანამშრომლობით არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. მათ შორისაა ლექციათა ციკლი და ქართველ ავტორთა მასალებზე შექმნილი პოდკასტების სერია, რომლის მოსმენა შესაძლებელია სილქნეტის პლატფორმებზე SilkTV და SilkGo.

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სილქნეტის მომხმარებელი, ფასდაკლებით იღებს გამოცემას ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, ასევე, კომპანია  ყველაზე ხელმისაწვდომი ფასით თავაზობს უახლესი ნომრების შეძენას თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;