მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათლეტმა პარიზში ოლიმპიური შეჯიბრი დაასრულა. საფრანგეთის დედაქალაქისთვის, ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად, მდინარე სენას გასუფთავება  დიდი გამოწვევა იყო. ამ ამბიციური გამოწვევის შესახებ მოგითხრობს National Geographic - საქართველოს აგვისტოს ნომერში,სტატია „მდინარე სენის რენესანსი“. 

თავისი მარათონი აქვთ ულამაზეს პეპელა მონარქებს - მექსიკიდან კანადამდე.  ეს გადამფრენი მწერები, ყოველ წელს, ყველაზე უჩვეულო და სახიფათო რეისს ასრულებენ. 

რუბრიკა “საქართველოს ევროპული ისტორია” გვიამბობს იმ ბათუმის შესახებ, რომელიც ძველ ევროპულ რუკებზე, გრავიურებზე თუ ილუსტრირებულ პრესაში იძებნება.

აგვისტოს ნომერი ამ და სხვა საინტერესო თემებს, საავტორო სტატიებით და უნიკალური ფოტომასალით გაგვაცნობს. 

ქართულ ენაზე ჟურნალი National geographic 2012 წლიდან გამოიცემა სილქნეტის ხელშეწყობით. შემეცნებაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კომპანია თავის აბონენტებს სპეციალურ ფასად, 8₾ (10₾ ნაცვლად) სთავაზობს ჟურნალის გამოწერას SilkTV-ის პლატფორმიდან.  მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება. 

ეწვიეთ თბილისში, სილქნეტის მომსახურების ოფისებს, სადაც  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ ჟურნალის ახალ ნომრებს. ქართული National Geographic-ი  სპეციალურ ფასად - 7₾, გაიყიდება შემდეგ მისამართებზე:  პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14.