ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ.
„ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, როგორიცაა იგივე ხელისუფლების ეფექტიანობა, კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისულების ეფექტიანობა, რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაგრძელოთ. ეკონომიკური ზრდა რომ არის ძალიან მაღალი, ესეც რა თქმა უნდა ეფექტიანობის დამსახურებაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ,“- აღნიშნა პრემიერმა.