21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა. საქართველო, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის წევრი, ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს. პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

თავის მილოცვაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელიც დარგმა განსაკუთრებით ბოლო წლებში აჩვენა.

„განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა დარგის განვითარების მიმართულებით: დაინერგა თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები, უზრუნველყოფილ იქნა პროფესიული კადრების გადამზადება საერთაშორისო სასწავლო ცენტრებში, რამაც ახალი სტიმული მისცა საქართველოში ჰიდროგრაფიული საქმიანობის ზრდა/განვითარებას. შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად  დაიწყო საქართველოს საზღვაო სივრცის  რუკების ბეჭდვა საერთაშორისო ნუმერაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საზღვაო შუქურებს და ა.შ. შედეგად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჰიდროგრაფიული საქმიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება უკვე მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს თქვენს პროფესიულ დღეს! საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის თქვენი საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანია! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!“ - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.