ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნაა. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აბაშიძის N22-ში არსებული სკვერის განახლება იწყება.
სამუშაოების ფარგლებში, 660 კვ. მ ფართობის სივრცეში მოეწყობა ბავშვთა-გასართობი ზონა, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება - დაირგვება 101 ძირი ხე-მცენარე. დასასვენებელი სივრცის საპროექტო დოკუმენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ყიფიანმა პარლამენტის დეპუტატთან ზურაბ რურუასთან ერთად გააცნო.