,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გრძელდება.

დღეს შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის, ეკისა და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია უძღვებოდა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სეექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები:

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულში: სპორტული ტრენაჟორების მოწყობა;

ეკის ადმინისტრაციული ერთეულში: ეკის საჯარო სკოლის ღობის მოწყობა;

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფლებში: საადანაიოში, პატარა ზანასა და შუა ხორშში - გზის ბეტონის საფარის მოწყობა; ასევე, სოფელ ციზეთში - ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია.

სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნანა ზარანდიამ მოსახლეობას ასევე გააცნო მენჯის, ეკისა და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიასა და სახელისუფლებო გუნდის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში დაიწყება.