დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ნოქალაქევის, ლეძაძამეს და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო/სახალხო კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.

მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში:

ჯიხას უბანში - სკვერის კეთილმოწყობა, კიუვეტის მოწყობა - სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე;

ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში:

სოფლებში: ბეთლემსა და ლეძაძამეში - სკვერის მოწყობა;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულში:

სოფელ კოტიანეთში - გარე განათების სისტემის მოწყობა;

სოფელ ძველი სენაკის ცენტრში - საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების მოწყობა.

დღეს გამართულ შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტები, ადგილობრივმა მოსახლეობამ 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შეარჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.