სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.

პრიორიტეტული ️პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - უშაფათში, ზანასა და ფოცხოში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრებს, რომელთაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.

განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში - გარე განათების ქსელის მოწყობა;

ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში:

სოფელ ზანაში - სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია;

სოფელ ეწერში - გაბიონის მოწყობა;

სოფელ საესებუოში - მილხიდისა და სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფელ სატყებუჩაოში - ცხაურისა და 4 ხიდ-ბოგირზე, სათავისების მოწყობა.

ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში:

ქვემო ფოცხოში - გარე განათების ქსელის მოწყობა;

ზემო ფოცხოში - გარე განათების ქსელის მოწყობა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელია უშაფათის, ზანისა და ფოცხოს მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა.