"ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია არაერთი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოხვდა:

PSG sport: "ქართველმა ვარსკვლავური თამაში შემოგვთავაზა. "ვილასთვის" მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა. და უფრო მეტი გოლის გატანაც შეძლო. ჰქონდა უპირატესობა მცველებთან, მორიგ ჯერზე საოცარი შრომა აჩვენა."

GiveMeSport: "თუ გეგონათ რომ დუეს პირველ ტაიმში გატანილ გოლს ვერაფერი აჯობებდა, შეცდით. ქართველი ვილას მცველებისთვის ღამის კოშმარი იყო, თავისი სისწრაფით და მაგიით."

DailyMail: "მეტი ქეშს თავიდანვე ბევრი პრობლემები შეუქმნა და ბარათიც აჰკიდა.  ვილას დაცვისთვის ნამდვილი თავის ტკივილი იყო. გოლის დროს სენსაციურად დაარტყა." 

Telegraph: "კაცი მეტსახელად კვარადონა ვიზიტორებისთვის შეუჩერებლად იქცა. და "პსჟ"-ის წინ გასაყვანად შესანიშნავი გოლი გაიტანა"