ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

ამსტერდამში, ნიდერლანდების ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმში, ნოემბრის ბოლომდე იქნება გამოფენილი იშვიათი პრეზერვატივი, რომელიც 1830 წელს არის დამზადებული ცხვრის ნაწლავიდან და მორთულია გრავირებით - ეროტიკულ პოზაში მყოფი მონაზვნით და სამი მღვდელმსახურით.



პრესტიჟული ჰოლანდიური მუზეუმისთვის ეს ანტიკვარული პრეზერვატივის გამოფენის პირველი შემთხვევაა. პრეზერვატივუი, სავარაუდოდ, დამზადდა როგორც ბორდელის სუვენირი ბორდელისთვის. რეიკსმუზეუმის გრავიურების განყოფილების კურატორის, ჯოის ზელენის თქმით, პრეზერვატივი „იდეალურ მდგომარეობაშია“.

ულტრაიისფერი ანალიზით დადასტურდა, რომ იგი არასდროს არ ყოფილა გამოყენებული, - ამბობს იგი და დასძენს, რომ იმ დროს პრეზერვატივები დახლსქვემოდან იყიდებოდა.

ფრანგული მედია წერს, რომ რეიკსმუზეუმმა ეს უნიკალური ექსპონატი აუქციონზე ექვსი თვის წინ შეიძინა.