პოლიტიკა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
1793991554
2007 წლის ნოემბერში სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“. ჩვენ შევედით დიდ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ მე ვიპოვე, გამოვაცხადე რა ჩემი გადადგომა. საპრეზიდენტო ვადა ცალმხრივად შევიმცირე და დავნიშნე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. „იმედი“ ისევ გაიხსნა და გააგრძელა ჩვენი ულმობელი კრიტიკა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
1793990509
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
1793990361
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან შეხვედრაზე განაცხადა.
1793985589
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ხან ჭენგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.
1793985408
პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.
1793985307
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
1793985198
რადიკალური ოპოზიცია და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების მოტყუებას ტყუილი ნარატივით ცდილობს, თითქოს საარჩევნო კოდექსში იმგვარ ცვლილებებს ვაინიცირებთ, რაც დაინტერესებულ პირებს პროცესში გასაჩივრების უფლებას ართმევს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
1793982272
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია.
1793977582
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ტალგატ ადუოვთან.
1793976290
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჭენგს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.
1793975638
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი საქართველოს ორგანული კანონის პროექტში„ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ განხილვისას რამდენიმე ბუნდოვანი საკითხის დაზუსტება ითხოვა.
1793974485
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.
1793974301
„ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, რაც, თავის მხრივ, ძალიან თვალსაჩინო რიცხვია. აღსანიშნავია გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრების რაოდენობაც – ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და მათგან ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ ევროპულ სასამართლოს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია დარღვევა, სადაც პრობლემად დასახელებულა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
1793973952
საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის “გმირის დღის“ ფარგლებში, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გაიმართა.
1793973206
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების აყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
1793969015
ევროკავშირის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“.
1793968093
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
1793966617
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა. თამარ ბაგრატიონმა რომის პაპს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა.
1793959672
იმ ყველაფერზე, რასაც თაობებმა წლები შეალია და რაშიც ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა არის ჩადებული, „ოცნება“ ერთი ხელის მოსმით, საკუთარი მოღალატეობრივი ანტიეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე ამბობს უარს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
1793959195
„ფედერალისტები“ მთავრობაში რომ მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა. კანონი იქნება უზენაესი და არა რომელიმე პერსონის სურვილები და ახირებები, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
1793954657
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
1793951749
„ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ დათუნაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
1793951175
„ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი მხრივ, ვითომ დიალოგზე საუბარი და, მეორე მხრივ, იმპერატიული ტონით [დიალოგის გარეშე] ულტიმატუმების დაყენება: უკან გავიწვიოთ ჩვენს მიერ მიღებული კანონები, შემოვიღოთ ვეტინგის სისტემა და სხვ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
1793949191
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
1793948091




