საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამერვე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „ანჟე“ მიიღო.

მატჩი შეხვედრის 55-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ დეზირე დუეს გატანილი გოლით „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ყველასათვის მიუწვდომელი გახდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ - ანჟე“ 1:0(1:0)
გოლი: 55' დეზირე დუე


ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის ხუთი საუკეთესო ტოპ ლიგიდან ორის ჩემპიონი გახდა.