დღეს, ნორვეგიის პარლამენტმა სექსზე თანხმობის შესახებ კანონი დაამტკიცა, - იუწყება ნორვეგიული მედია.
სექსზე თანხმობის კანონი ნიშნავს, რომ ამიერიდან გაუპატიურებად ჩაითვლება სექსი იმ ადამიანთან, რომელმაც სიტყვით ან ქმედებით არ მისცა თანხმობა, ან იმ ადამიანთან, რომელმაც სიტყვით ან ქმედებით გამოხატა, რომ არ სურს სექსი.
კანონპროექტი აპრილში წარადგინეს.
„ეს ისტორიული დღეა“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა რაგნჰილდ მალე ჰარტვიკსენმა.
სექსზე თანხმობის შესახებ მსგავსი კანონები მიღებული აქვთ შვედეთში, დანიაში, ისლანდიასა და ფინეთში.