GE EN FR

საზოგადოება

თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო

რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

1793992695

რუსთაველის გამზირზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

თბილისის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე ასფალტის საფარის დაგების ვიდეოს ასაჯაროებს და წერს, რომ სრული რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

1793987821

მაია ბითაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

1793973773

მაია ბითაძე: ჩვენ გვჭირდება ღირებულ წარსულზე დაფუძნებული ახალი ხედვა, წარმატებული ხელოვანები და აქტიური შემოქმედებითი პროცესი

ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ თეატრის დირექტორისგან, გიორგი თავაძისგან მოისმინა.

1793973306

დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით

1793969331

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტო ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს შეხვდა და მადლობის წერილები გადასცა

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქალაქ რუსთავში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა.

1793964734

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის 2026 წლის ანგარიში და 2027 წლის გეგმები  მოისმინეს. 

1793961194

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა.

1793960956

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენასობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას.

1793960464

10 თვეში მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 4700  მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 10 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

1793958362

მაია ბითაძე: სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თეატრში შემოქმედებითი კუთხით არსებულ გეგმებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო  თეატრების გაერთიანების დირექტორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ისაუბრა.

1793957134

7-8 ნოემბერს, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – საშემოდგომო ყვავილების გამოფენა გაიმართება.

1793954510

მაია ბითაძე: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდა. მინისტრს მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ  ინფორმაცია მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ გააცნო.

1793950848

ცესკოს თავმჯდომარემ თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

1793950692

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში  ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ჩეხური კომპანიის LEP Trading s.r.o. აღმასრულებელ დირექტორს, ელენა კაზდას და ილია მართლის ფონდის დირექტორს, სოფიო სტურუას შეხვდნენ.

1793950314

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. 

1793946578

6 ნოემბერს, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13°

6 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ქალაქში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 

1793940460

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ მუქარა მიმდინარეობს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება

თბილისის მერია, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში მიმდინარე მუქარის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.

1793895725

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიას ხელმძღვანელობით გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციაა.

1793892754

მაია ბითაძე: საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია

კულტურის მინისტრს მაია ბითაძეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა გააცნო.

1793888510

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

1793887800

შალვა პაპუაშვილი: ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლეს თითოეული ჩვენგანის გულში - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს.

1793882871

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა.

1793880224

საქართველოს პრეზიდენტი ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

1793880086

დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის

 პროექტში პედაგოგთა შერჩევა და გადამზადება დასრულდა2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პროექტ „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მქონე საჯარო სკოლების პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი.

1793878045