გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურნირი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2025" გაიმართა. ტურნირი ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა და მასში 12 გუნდი მონაწილეობდა.
საპრიზო I ადგილი დაიკავა გუნდმა Scooby, II ადგილი - მუხიანის ლომებმა , ხოლო III ადგილი - ბებერმა არწივებმა.
ფინალურ თამაშებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
ტურნირის ფარგლებში, დამატებით ორი კონკურსი გაიმართა. ნომინაციის „საუკეთესო ჩატენვა“ გამარჯვებული დავით დადუნაშვილი გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის“ ტიტული ვოვა თავაქარაშვილმა მოიპოვა. ტურნირის
MVP კი გახდა ლუკა კალატოზიშვილი.