GE EN FR

სამართალი

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე დავით არდაზაშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

1793958600

კახეთში მომხდარი ძმების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

1793944050

საგარეჯოში ძმები მოკლეს - სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

1793900685

ტარიელ კაკაბაძე: ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ - მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის!

ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოჰყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება. - ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. 

1793889576

აჭარაში ყალბი 13 400 აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

1793865491

შსს: თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

1793860313

იმერეთში, არასრულწლოვანი  გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

1793817484

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და №17 ციხეში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

1793799811

მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა

4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებული ყოფილმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

1793778456

მარნეულში, ერთ-ერთი სამშენებლო მასალების მაღაზიის 45 870 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

1793774130

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს დღეს დატოვებენ

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხიდან დღეს გამოდიან. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები საპატიმროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ტოვებენ.

1793768751

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1793709824

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტელ ექიმს, ნევროლოგ მაია კოხტაშვილს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ მიიღო.

1793709443

11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა

1793709101

დავით ასათიანი: მოსარჩელე ბერა ივანიშვილი ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ტვ პირველისა"და"ფორმულას" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

1793692295

4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

1793691467

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

1793688132

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

1793686767

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება. 

1793684142

გარდაბანში, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახური მკვლელობისა და მძიმე ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

1793637000

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ნანა სანდერს და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძეზე, ნანა სანდერზე და ანტონ ვარდანიძეზე, რომლებმაც ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

1793629799

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.

1793626166

მარნეულში 1750 ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

1793620048

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

1793617400

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალი წარუდგინა

  საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

1793607312