ლეგენდების სერიის მორიგ მატჩს თბილისი უმასპინძლებს – საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები „დინამო არენაზე“ „ბარსელონას“ ლეგენდებს შეხვდება. შეხვედრა 16 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ჩემპიონთა ლიგის თასი თბილისში

„ბარსელონას“ ლეგენდები საქართველოს დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის მთავარი სიმბოლოს, ჩემპიონთა ლიგის თასს ჩამოიტანენ – ინფორმაციას მატჩის ორგანიზატორი Sports Orient-ი ავრცელებს.

„დინამო არენაზე“ მისულ გულშემატკივრებს ფანზონაში თასის ხილვისა და მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ექნებათ.

 

შემადგენლობები

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ისაა, რომ „ბარსელონას“ შემადგენლობაში რონალდინიო ითამაშებს, რომელიც თბილისში მატჩის წინა დღეს ჩამოვიდა.

 

GEO11

მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;

მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;

ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე;

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

 

„ბარსელონა“

მეკარეებიხესუს ანგოიხორდი მასიპი;

მცველებიოლეგერ პრესასისერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;

ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონიგაისკა მენდიეტა;

თავდამსხმელები: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლარონალდინიო;

მწვრთნელი: ალბერტ ფერერი.