დღეს, 16 მაისს,  „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონას ყველა დროის ვარსკვლავები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდებიან.

 ატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ რონალდინიო, მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი "რონალდინიო თბილისშია."

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.