თბილისის საქალაქო სასამართლომ "ახალის" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტრაციული საქმე განიხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სხდომაზე მათთვის ადმინისტრაციული წესით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.
მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა "ახალის" და 'გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების თანამშრომლებს მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4000 -4000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.