თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლელო"-ს გენერალური მდივანს ირაკლი კუპრაძეს 2 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
2024 წლის 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე "არა რუსულ კანონს" დაკავებული კუპრაძე დარბაზიდან გაათავისუფლა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებული კუპრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.
მოსამართლე სხდომა 24 აპრილამდე გადაიდო.
შეგახსენებთ,16 აპრილს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ლელო"-ს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე დააკავეს.