ლონდონში, „ემირეიტსზე“, „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს
„არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის „ემირეიტსზე“ მიმდინარე უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრის მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შემდეგ უსმან დემბელემ მასპინძლების კარის ბადე შეარხია.
შეხვედრის მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, საჯარიმოში შევიდა, სადაც სამ ფეხბურთელს შორის მოექცა. კვარაცხელიამ შეძლო მათ შორის გამძვრალიყო, ერთ-ერთმა მცველმა კი იგი ხელით შეაჩერა, თან უბიძგა და კვარაცხელია გაზონზე წაქცეული აღმოჩნდა. მსაჯს წესის დარღვევით თამაშზე რეაქცია არ ჰქონდა, კვარაცხელია უკიდურესად აღშფოთდა, თუმცა უშედეგოდ.
„პარი სენ-ჟერმენის“ შემდგომ შეტევებს, ისევე როგორც ტაიმის ბოლოს გამოცოცხლებული „არსენალის“ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია და პირველი ტაიმის შემდეგ წინ სტუმრები არიან.
ტაიმის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. Flasshscore-მ მისი თამაში 8,4-ით შეაფასა.