ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს: მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს 4 პირი, რომლებმაც ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს