თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩი მეფარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 10 000 ლარით დააჯარიმა.

მომღერალ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ფაქტი 2022 წლის 7 აპრილს ჭავჭავაძის N33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომღერლის ადვოკატის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციოში გაასაჩივრებს.