საქართველოში ვიზიტტ ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ჩამოდის, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესბის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ და მმართველს გუნდს, მოუწოდებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ.
თბილისის მერმა კახა კალაძის თქმით, საქართველო, ქართველი ხალხი, არასდროს იქნება ვინმეს ვასალი.
"თქვენ თუ გადახედავთ ამ ადამიანების განცხადებებს წარსულში, ესენი არის პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს ხელისუფლება ერთი მიზეზით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ხალხის ინტერესს ჩვენს ეროვნულობას, ჩენს სახელმწიფოებრიობას და ეს არ მოსწონთ.
კიდევ ერთხელ მინდა ყველას გასაგონად თქვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველო, ქართველი ხალხი, არასდროს იქნება ვინმესს ვასალი.
შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში და ამას, მაგრამ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ ვერ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი.
ჩენნი ბატონ-პატრონი და ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მისი აღმატებულება ხალხი.
ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავრობაში და ასე შემდეგ. " - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ღამე გაათენეს და დილამდე დარჩნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, აქციაზე 20 პირია დაკავებული, აქედან 3 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - 1 რუსეთის, 2 ამერიკის შეერთებული შტატების
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.