ილია თოფურიას შემდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში სპეკულაციების შემდეგ, UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი დაბრუნება პირადი მიზეზების გამო გადაიდო, - წერს ესპანური გამოცემა 20minutos.

„მომავალი წლის პირველ კვარტალში ბრძოლას არ ვაპირებ. პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ. მინდა, ყურადღება ჩემს შვილებზე გავამახვილო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო.
არ მინდა დივიზიონის შეფერხება. UFC საჭირო შეჯიბრებებს ჩაატარებს და როგორც კი საკითხები მოგვარდება, UFC-ს შევატყობინებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ“, - წერს სპორტსმენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში.


ილია თოფურიამ პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები არ გაამხილა, თუმცა მისი განშორება ჯორჯინა უზკატეგიუსთან, რომელთანაც მას პირველი ქალიშვილი 2024 წლის ივლისში შეეძინა, ყველასათვის ცნობილი გახდა. ამასთან, არცერთ მათგანს განშორებაზე და მის მიზეზებზე ხმამაღლა არ უსაუბრია.