„პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო.“ - თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კორუფციის აღქმის ინდექსზე
"მინისტრები, პრემიერები საკუთარ ცოლებს ტყეებს, მიწებს, ხალხის ქონებას რომ ჩუქნიან და ეს ხდება საჯარო და ამაზე რეაგირება არ აქვს არცერთ შესაბამის სამსახურს, ეს არის ელიტური კორუფცია. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაკავებულები იყვნენ ამ ფაქტების გამოძიებით, ისინი პირიქით, ხელს უწყობენ იმიტომ, რომ ელიტური კორუფცია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, არის მისი ძალაუფლების და ხელისუფლებების შენარჩუნების მთავარი წყარო.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით.