თელავში ავტომობილი თხრილში ჩავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჯიპის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.














