20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა, პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ.
„მინდა, პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, ეს ხალხი იქნებ გაათავისუფლოთ. საპატრიარქოს ბოლოდროინდელმა განწყობებმა და დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა ერთგვარად, ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ. ეს დამატებითი ბიძგი იყო. 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











