„დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად გამოიყოფა მილიონობით ლარი და ათობით მილიონზეა უკვე საერთო ჯამში საუბარი, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. ამაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია და მისი შესაბამისი სამსახური "თბილსერვისია", მაგრამ ვხედავთ რომ ეს თანხები არის უბრალოდ გაფლანგული.“- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
"ფაქტია, რომ დედაქალაქში მდგომარეობა წლიდან წლამდე სულ უფრო მძიმდება და ყოველი წვიმის მოსვლა ფაქტობრივად სტიქიაა ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ კახი კალაძის დამოკიდებულება თბილისელების მიმართ არის აბსოლუტურად გულგრილი. ის არის დაკავებული კორუფციით, ნეპოტიზმით, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს, წილოსანს, „ქართული ოცნების“ მაფიოზებს როგორ მოუგვაროს პრობლემები და არა თბილისელებს. რაც შეეხება რატომ ხდება ხოლმე ქალაქში ასეთი დატბორვა, ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი, ეს არის იმის ბრალი, რომ არ ხდება არსებული სანიაღვრე სისტემების გაწმენდა.
არ ხდება ახალ გზებზე, მაგისტრალებზე სანიაღვრე სისტემების მონტაჟი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ არ ხდება მდინარის კალაპოტების, წყალშემკრებების და ხევების გაწმენდა და არათუ გაწმენდა, იქ ხდება ნაგვის ჩაყრა და მათ შორის სამშენებლო ნაგვის ჩაყრა და ამაზე რეაგირება თბილისის მერიას უბრალოდ არ აქვს და ჩვენ ვხედავთ ასევე უკანონო, მავნებლურ მშენებლობებს, სადაც პირდაპირ ხევებში და კალაპოტებში აშენებენ შენობებს აბსოლუტურად ქაოსურად. აი ამ ყველაფერმა მოიტანა არაპროფესიონალიზმთან, არაკომპეტენტურობასთან ერთად, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ერთად, ის შედეგი როდესაც თბილისში ყოველი გაწვიმების დროს გვაქვს უბრალოდ კატასტროფა. ცალკე ამბავია ასევე, რომ დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად გამოიყოფა მილიონობით ლარი და ათობით მილიონზეა უკვე საერთო ჯამში საუბარი, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. ამაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია და მისი შესაბამისი სამსახური "თბილსერვისია", მაგრამ ვხედავთ რომ ეს თანხები არის უბრალოდ გაფლანგული
. არანაირი ეფექტი არ მოუტანია ამ თანხების ხარჯვას და პირიქით, მდგომარეობა არის კიდევ უფრო მეტად დამძიმებული მიუხედავად ათობით მილიონი ლარის ხარჯისა.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.