„ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი.“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ
დღეს, მეოთხე სკოლასთან, საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტიის წევრმა ლაშა ტყეშელაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა ნანა ტოხვაძემ ბრიფნიგს გამართეს, სადაც ისაუბრეს თუ, როგორი მოუმზადებელი ხვდება განათლების სამინისტრო სკოლის დაწყებას
"მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ უკვე ხვალიდან დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენს ქვეყანაში არის გაჭირვება და სიღარიბე, უამრავ მშობელს არ აქვს იმის საშუალებაც კი, რომ თავის შვილს ერთი წყვილი ფეხსაცმელი უყიდოს, ერთი ჩანთა უყიდოს, ერთი ხელი ტანსაცმელი უყიდოს და ძალიან ბევრი მშობელი ხვდება მოუმზადებელი იმიტომ რომ, ვერ შეუწყო ხელი სახელმწიფომ, რომ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბავშვი გაუშვას სკოლაში. ერთი პრობლემაა და ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება და “ქართული ოცნება” ვერ ზრუნავს ამ ადამიანებზე, ვერ ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე, მათ დასაქმებაზე, ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური გარემო რომ შექმნას ქვეყანაში და მეორეა რომ საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ არის მზად, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს ბავშვებს, შესაბამისი გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაახვედროს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით დადიანის ქუჩაზე, აქ იყო მე-4 საჯარო სკოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს იმ პირობით, რომ აქ თანამედროვე, ევროპული ტიპის საჯარო სკოლა უნდა აშენებულიყო, მაგრამ გასულია რამდენიმე წელიწადი, აქ თითი თითზე არ არის დადებული და რა მდგომარეობაშია ტერიტორია, როგორ არის გაჩანაგებული- ამოსული ბალახები, ნაგავსაყრელად არის ქცეული, ამას ყველა ერთად ვხედავთ. ეს არ არის ერთადერთი სკოლა, ერთადერთი ტერიტორია. მარტო ამ ქუჩის გაყოლებაზე ამ რაიონში 5 სკოლაა დანგრეული და მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ ბავშვები ატარონ თავისივე რაიონში და ბავშვები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სკოლებში და ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა ბავშვებისთვის და ასევე არის ძალიან დიდი პრობლემა და დისკომფორტი მშობლებისთვის.
რა არის მიზეზი, რომ ეს მდგომარეობაა არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რაიონში ქვეყნის მასშტაბით- ამაზე “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაგვცეს პასუხი. ეს არის არაპროფესიონალიზმის ბრალი, უნიათობის ბრალი, მავნებლობის ბრალი, თუ სხვა რაიმეს ბრალი- რომ აქ მაგალითად საჯარო სკოლების მაგივრად კორპუსების ჩადგმა უნდათ, ამაზე უნდა გაგვცენ მათ პასუხი. ეს არის კარგი და ნათელი მაგალითი, როგორ ემეტებათ მათ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი. დანარჩენი რა პრობლემებს ქმნის ეს სასწავლო მიმართულებით, მშობლებს, ბავშვებს რა პრობლემებს უქმნის ამაზე გააგრძელებენ ჩემი კოლეგები საუბარს და ასევე რა სამართლებრივი რეაგირება გვექნება ამაზეც ისაუბრებენ ჩემი კოლეგები.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„113-ე სკოლა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია ნაგავსაყრელად და თქვენ კარგად ხედავთ თუ რა ხდება ამ სკოლის ტერიტორიაზე. როდესაც მათ შვილებს ატარებენ კერძო სკოლებში, როდესაც მათ შვილებს გადააფრენენ ჩარტერული რეისებით ამერიკაში, მათ ავიწყდებათ სხვისი შვილები და ართმევენ განათლების უფლებას. მე განათლების სამინისტროს მოვუწოდებ, რომ აღნიშნული ფაქტი არის განათლების უფლების წართმევა, რომელიც დასჯადია კონსტიტუციით და არღვევს კონსტიტუციას. აღნიშნული ფაქტი არის სამსახურებრივი გულგრილობა და თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ არ შეიძლება ერთიანად ინგრეოდეს 15 სკოლა და არცერთი სკოლა არ შენდებოდეს. არ შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ჩერდებოდეს და ინგრეოდეს ათობით სკოლა. აქედან გამომდინარე ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში, რადგან არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ქართველ ბავშვებს წაართვან განათლების უფლება და ის ყველა დამნაშავე, რომელმაც ხელი შეუწყო სკოლების დანგრევას და ქართველ ბავშვებს ართმევს განათლების უფლებას, აუცილებლად უნდა იყოს ბრალდებული და გამოძიებამ უნდა დაადგინოს - ქართველ ბავშვებს ვინ ართმევს განათლების და წარმატების უფლებას.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.