“მთავარი ცვლილება, რაც გვჭირდება ჩვენ ,არის შევცვალოთ “რუსული “ ოლიგარქიული რეჟიმი ამიტომ ,როგორც არასდროს დღეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ოპოზიციის ფლაგმანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი, რადგან გადამწყვეტი სიტყვა ამ ცვლილებებში უნდა თქვას თბილისმა.” - განაცხადა თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ
“მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო , მივესალმები აქ მყოფ საზოგადოებას ,მინდა ყველა ერთად მივესალმოთ პუტინის პატიმარს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ,რომლის გულიც და სულიც ამ დარბაზში თავის თანამებრძოლებთან ერთად არის,
ჩემო ძვირფასებო, ჩვენს დედაქალაქს ჩვენს ულამაზეს და უსაყვარლეს თბილისს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ,ამ პრობლემების გადაჭრას რა თქმა უნდა ბევრი შრომა ,ბევრი ბრძოლა და ცვლილებები სჭირდება ჩვენ გვჭირდება ცვლილებები რომ ამ ქალაქში არ იყოს საცობები ,რომ ამ ქალაქში არ იყოს გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვჭირდება ცვლილებები, რომ არ იყოს ქაოსური ,მავნებლური მშენებლობები,რომ არ იყოს გამწვანების პრობლემა ,სუფთა ჰაერის პრობლემა დასუფთავების პრობლემა,რომ ყველას ჰქონდეს მშვიდი,კეთილმოწყობილი გარემო. მაგრამ მთავარი ცვლილება ,რაც გვჭირდება ჩვენ ,არის შევცვალოთ “რუსული “ ოლიგარქიული რეჟიმი, ამიტომ როგორც არასდროს დღეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ,რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ,ოპოზიციის ფლაგმანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ და თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი ,როგორც არასდროს - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ