თბილისში, ავლაბრის დასახლებაში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან ერთი დაშავებული მოქალაქე გამოიყვანეს - იგი კონტაქტურია და შესაბამის სამედიცინო შემოწმება უტარდება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.