გამოუშვან ერთი საათით მიხეილ სააკაშვილი, დამწკრივდნენ ვინც კი არიან „ქართულ ოცნებაში“, გავიდნენ ხალხში და შეხედონ რა იქნება, ვის გაჰყვება ეს ხალხი“,  - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

„ეს ადამიანები რომ საუბრობენ, თურმე მიხეილ სააკაშვილს არ გააკარებენ პოლიტიკას, რომელსაც ჰყავს ამ ქვეყანაში 600 ათასზე მეტი მხარდამჭერი, არის სასაცილო და ერთ რამეზე მიუთითებს, ამ პატარა პოლიტიკურ ბაქტერიებს კი არა, ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, მათ მამა-მარჩენალს ეშინია მიხეილ სააკაშვილის და ეს რომ ასე არ იყოს, პოლიტიკურ ტყვეობაში პუტინის საამებლად და დავალების შესაბამისად ციხეში არ ეყოლებოდათ მიხეილ სააკაშვილი. აი გამოუშვან ერთი საათით და მდინარაძე კი არა დამწკრივდნენ ვინც კი არიან „ქართულ ოცნებაში“, თუ რუსულ ოცნებაში, გავიდნენ ხალხში და შეხედონ რა იქნება, ვის გაჰყვება ეს ხალხი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.