„ირაკლი ეძგვერაძეზე თავდამსხმელები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან, როდესაც არსებობს ყველანაირი მტკიცებულება მათ დასაკავებლად. თუ ამ ბანდიტებს ხელს არ აფარებს კახი კალაძე, კოტე ზარნაძე, პოლიცია და სუს-ი, მივმართავთ პროკურატურას დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ყველა ის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არის მარტივად შესაძლებელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად დღეს სხდომაზე არ შევა.“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ
დღეს, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევა;
„ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება, არაერთი ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არის დასჯილი და ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ რჩება დაუსჯელი.
“ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს და იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეო მტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება, პოლიტიკური შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც უკავშირდება ამ ადამიანს 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც კახი კალაძე დამარცხდა გლდანში და შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ. დღეს იმართება საკრებულოს სხდომა და აქ მყოფ ყველა კოლეგას, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში არის უამრავი კოლეგა, სურვილი გვქონდა გვესაუბრა საცობებზე, გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მილიონ პრობლემაზე, რომელიც თბილისელებს აწუხებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჩვენი კოლეგის მიმართ ჯერ კიდევ არის გამოუძიებელი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაუსჯელი, უბრალოდ ჩვეულებრივი რიგითი საკრებულოს სხდომა ვერ იქნებოდა, ამიტომ დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
კიდევ ეხელ გავუსვათ ხაზი, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადა ისევე, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე. თუ ამ დამნაშავეებს, ამ ბანდიტებს ხელს არ აფარებს კახი კალაძე და ეს თავდასხმა არ იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ეს ინციდენტი არ უკავშირდება “ქართული ოცნების” დეპუტატს კოტე ზარნაძეს და მასთან დაპირისპირებას, თუ ამ ადამიანებს ხელს არ აფარებს სუს-ი, ხელს არ აფარებს პოლიცია, მივმართავ კიდევ ერთხელ მთავარ პროკურატურას, დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ყველა ის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არის მარტივად შესაძლებელი და რომლებიც დღემდე რჩებიან დაუსჯელები, მათ შორის კადრები ჩანს როგორ ცდილობენ ამ ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობას, როდესაც მანქანითაც კი ეჯახებოდნენ ამ ადამიანს, ეს პირიც კი არ არის დასჯილი, ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ყველა საგამოძიებო უწყებას, რომ დაუყოვნებლივ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი თუ არა და ეს კი იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა “ქართული ოცნება" და ამ ადამიანებს ზურგს უმაგრებდა პოლიცია და სუს-ი.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.