"მე და გუარდიოლა ერთმანეთს არ უნდა შეგვადაროთ. პეპმა საოცარ შედეგს მიაღწია", - განაცხადა მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.
"გუარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია და რასაც მან მიაღწია, ძალიან შთამბეჭდავია. გუარდიოლა, გუარდიოლაა. მე ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. ჩემს თავს არავის შევადარებ. როგორც ფეხბურთელს არ შემიდარებია საკუთარი თავი არავისთან და არც ახლა, მწვრთნელობისას ვაპირებ", - განაცხადა "ზიზუმ".
ზიდანმა ასევე მადრიდის "რეალის" გარემარბ გარეტ ბეილზეც ისაუბრა. და აღნიშნა, რომ უელსელი მის გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იქნება.
"ბეილი ფენომენალური ფეხბურთელია. მას მხარს დავუჭერ. მესმის, შესაძლოა რაფა ბენიტესის გათავისუფლებამ იგი ძალიან დაამწუხრა, რადგან ესპანელი მისთვის მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო. მაგრამ ის ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება, როგორც ბენიტესისთვის", - აღნიშნა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდიდან რაფა ბენიტესი დაითხოვა და მის შემცვლელად ზინედინ ზიდანი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ "ზიზუ" "რეალის" მეორე გუნდს წვრთნიდა.