ულან-ბატორში ძიუდოისტებმა გრანდ სლემზე ასპარეზობა დაასრულეს.
დღეს ქალები 70 და +78 კგ, ხოლო კაცები კი 90-100 და +100კგ წონით კატეგორიებში იბრძოდნენ მედლებისთვის.
+100კგ წონაში ირაკლი დემეტრაშვილმა მასპინელი განტულგა ორი ვაზარით დაამარცხა, იაპონელ კანტა ნაკანოს ვაზარით სძლია, ნიდერლანდელი იურ სპიკერსს ორი ვაზარი აართვა.
ფინალში ირაკლი დემეტრაშვილმა კორეელ მინ-ჯონ კიმთან შეხვედრაში იუკოს იუკოთი უპასუხა, მაგრამ საპასუხო იუკოს აღებიდან მალევე მსაჯებმა მას მესამე შიდო მისცეს და ოქროს მედალი კორეელმა მოიპოვა.
100 კგ წონაში ილია სულამანიძემ ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან ვაზარით და თურქმენ ბაიმურატ მაჯანოვთან ორი ვაზარით გამარჯვების შემდეგ იპონით წააგო რუს არმან ადამიანთან და რეპეშაჟის ნახევარფინალში ყაზახ მარატ ბაიკამუროვთან იუკოთი გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედლისთვის ილია სულამანიძეს არაბეთის გაერთიანებული რესპუბლიკის ძიუდოისტ ჯაფარ კოცოევთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მეტოქემ ტატამზე გასვა ვერ შეძლო და გამარჯვებულად ქართველი ძიუდოისტი გამოცხადდდა.
90 კგ წონაში ლუკა ჯავახიშვილმა სერბ ნემანია მაიდოვან წააგო, +78 კგ წონაში კი სოფიო სომხიშვილი ტაივანელ ლინ ფან ჩანთან იპონიტ გამარჯვების შემდეგ ვაზარ-იპონით დამარცხდა ფრანგ სელია კანკანთან.




