ბრატისლავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის
ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლებისთვის საქართველოს ორი წარმომადგენელი ჭიდაობდა.
125 კგ წონით კატეგორიაში სოლომონ მანაშვილის და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ გიორგი მეშვილდიშვილის შეხვედრაში მანაშვილი 7:3-ს იგებდა და ბოლო წამები მიმდინარეობდა, როდესაც მეშვილდიშვილმა 4-ქულიანი გდებით ანგარიში გაათანაბრა და მეტქულიანი ილეთის წყალობით გამარჯვება და ოქროს მედალი მოიპოვა. სოლომონ მანაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
125კგ
1. გიორგი მეშვილდიშვილი (აზერბაიჯანი)
2. სოლომონ მანაშვილი (საქართველო)
3. ტომაშ კოსციოლეკი (პოლონეთი)
3. ძიანის ხრამიანკოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, ბელარუსი)
92 კგ წონაში მირიან მაისურაძემ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე ბელორუს იაროსლავ იადკოვსკის 5:0 სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
92კგ
1. დაურენ კურუგლიევი (საბერძნეთი)
2. ოსმან ნურმაგომედოვი (აზერბაიჯანი)
3. მირიან მაისურაძე (საქართველო)
3. ფეიზულაჰ აკთურქი (თურქეთი)
61კგ
1. ზაურ უგუევი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
2. არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი)
3. ზელიმხან აბაკაროვი (ალბანეთი)
3. ანდრიი ჯელეპი (უკრაინა)
74კგ
1. ჩერმენ ვალიევი (ალბანეთი)
2. ზაურ სიდაკოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
3. ტაიმურაზ სალკაზანოვი (სლოვაკეთი)
3. აღჰანაზარ ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი)
86კგ
1. მაგომედ რამაზანოვი (ბულგარეთი)
2. მაგომედხაბიბ კაგიმაგომედოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, ბელარუსი)
3. ოსმან გოჩენი (თურქეთი)
3. არტურ ნაიფონოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ოქროს (97კგ გივი მაჭარაშვილი), ვერცხლის (სოლომონ მანაშვილი) და სამი ბრინჯაოს (70კგ აკაკი ქემერტელიძე, 79კგ ვლადიმერ გამყრელიძე, 92კგ მირიან მაისურაძე) მედალი მოიპოვა.
ქულებით გუნდურ ჩათვლაში (რუსეთის და ბელარუსის გუნდების მაჩვენებლები მხედველობაში არ მიიღება) საქართველომ 114 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. პირველი 119 ქულით აზერბაიჯანი იყო. მესამე ადგილზე 79 ქულით თურქეთი გავიდა