სამგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.

მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.

ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.