„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლონდონის სასამართლომ განჩინებაში მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა ივანიშვილის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, ზაზა ოქუაშვილის სასამართლო პროცესი ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში გრძელდება.
„„ქართული ოცნება“ „ფეიკ“ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან და თითქოს სასამართლომ ოქუაშვილის მტკიცებულებები ფალსიფიცირებულად მიიჩნია.
სინამდვილეში კი ლონდონის სასამართლომ 2025 წლის 7 აპრილს მიღებულ განჩინებაში, რომელიც უკავშირდებოდა განსჯადობას (იურისდიქციას), მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა ივანიშვილის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოადგენს სერიოზულ საკითხს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.
მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ ლონდონის სასამართლოში განახლდება სარჩელის განხილვა ივანიშვილის წინააღმდეგ. ოქუაშვილის სასამართლო პროცესი ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო ზაზა ოქუაშვილის ორი სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
"ომეგა ჯგუფი" განცხადებას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს